„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია“ - ოლაფ შოლცი

 ოლაფ შოლცი

გერმანია მზადყოფნას გამოხატავს, მოლაპარაკებების დროს უკრაინას გვერდში დაუდგეს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ.

"ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის "ტრანზაქციული" და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს: "მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ". ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.