საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მშვიდობასთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ორი კვირის წინ იყვნენ.
ამის შესახებ რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
„მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობის მიღწევასთან, ვიდრე ორი კვირის წინ ან ნახევარი წლის წინ ვიყავით“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, გასულ კვირას საუდის არაბეთში უკრაინამ მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ შეთავაზებულ გეგმას.
„ისინი დათანხმდნენ, შეწყვიტონ სროლა და გაყინონ ყველაფერი, რაც ხდება, და ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ ეს საბოლოოდ. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ მსგავსი რაღაც რუსებისგან“, – აღნიშნა რუბიომ.