კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა - ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებამ სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გასცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული უკავშირდება თუ არა ეს განკარგულება დაბომბვას.
სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა. ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია.