პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს საბრძოლო მასალას აწვდიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„ეს არის ყველაზე აბსურდული ინფორმაცია, რომელიც იაპონურმა მედიამ გაავრცელა და არ იმსახურებს რაიმე კომენტარს“, - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში.
ამასთან, 22 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფხენიანმა დაასრულა იარაღის პირველადი მიწოდება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“. თეთრი სახლის ცნობით, „ვაგნერელებმა“ მიიღეს რაკეტები ჩრდილოეთ კორეიდან, რათა დაეხმარონ რუსეთის საოკუპაციო ძალების გაძლიერებას უკრაინაში. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მან თქვა, რომ ეს ჭორი და სპეკულაციაა.