მედია მსახიობ ჰეკმანის, მისი მეუღლისა და ძაღლის გარდაცვალების შესაძლო მიზეზს ასახელებს
1740740952
ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
სანაპირო ქალაქ ოფუნატოს მახლობლად, ივატეს პრეფექტურაში დაიღუპა ერთი ადამიანი. სრულად დაიწვა 90 ამდე საცხოვრებელი სახლი და მოხდა 3300 ადამიანის ევაკუაცია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის მასშტაბი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. რაც შეეხება მიზეზს, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაიწყეს გამოძიება.