აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა

საქართველოს დროშა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ ADB-ის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.

ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა და 7.9% შეადგინა.

"რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესებისა და საგარეო გაურკვევლობების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების სექტორს, ხოლო მოთხოვნის მხარეს – მოხმარებასა და ექსპორტს. რეგიონული და გარე ფაქტორების ზეწოლის ფონზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება", - აღნიშნულია დოკუმენტში.