ბორელის განცხადებით, ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს დააყენებს

 ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალური ქსელ X-ში დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს დააყენებს.

„რუსეთმა დღეს უკრაინაზე მასირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ის ატერორებს სამოქალაქო პირებს მთელ უკრაინაში, მას ზამთრის წინ განსაკუთრებით მიზანში აქვს ამოღებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვულის ჩათვლით. უკრაინას ახლავე სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც მე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გავუზიარებ“, - დაწერა ბორელმა.