სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან დარეკვას არ აპირებს. ბრაზილიაში G20-ის სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება უკრაინის მიმართ.
„1000 დღე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 1000 დღე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა და დიდი კვალი დატოვა უკრაინელების ცხოვრებაზე. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
საერთაშორისო ლიდერების გაღიზიანება, გერმანიის კანცლერის პუტინთან საუბარმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით,15 ნოემბერს ოლაფ შოლცმა საკუთარი ინიციატივით დაურეკა პუტინს, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ბოლო ორი წელია, არ გამართულა.