ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შანხაის მეორე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს

Image: Zhuang Yi/Xinhua/picture alliance

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შანხაის მეორე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პულასანი“ მე-14 ტაიფუნია, რომელიც მიმდინარე წელს ჩინეთში დაფიქსირდა. ტაიფუნმა კოკისპირული წვიმა გამოიწვია. მედიის ცნობით, დატბორილია ქუჩები და სახლები, შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლაც. ტაიფუნის გამო ქალაქიდან 112,000 ადამიანია ევაკუირებული.

კვირის დასაწყისში, ტაიფუნ „ბებინკას“ გამო შანხაიდან 400 000-ზე მეტი ადამიანი იყო ევაკუირებული. როგორც მედია წერს, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია.