1741625477
„ბლუმბერგი“ - ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები, სავარაუდოდ, განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ვარიანტებს, მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების, რომლებზეც შესაძლოა, დათანხმდეს ტრამპის ადმინისტრაცია, რათა წაახალისოს კრემლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
ასევე, გასულ კვირას სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ აშშ ამუშავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციური შემსუბუქების გეგმას დონალდ ტრამპის მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვისა და უკრაინაში ომის შეჩერების მიზნით.