1736884505
ბიონსე ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულებს 2,5 მილიონი დოლარით დაეხმარება
ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთათვის, ბიონსემ 2013 წელს დაარსებული ორგანიზაციიდან – BeyGOOD სოლიდური თანხა გამოყო.
ცნობილი გახდა, რომ არტისტის საქველმოქმედო ფონდი ასობით ოჯახს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს, საკვებით, წყლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფისთვის, 2,5 მილიონი დოლარით დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ბიონსეს 14 იანვარს სპეციალური განცხადების გაკეთება ჰქონდა დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ მისი მომავალი მუსიკალური პროექტისა და ტურნეს ანონსი უნდა ყოფილიყო. მომღერალმა კალიფორნიაში მიმდინარე საგანგაშო მოვლენების გამო, განცხადების გავრცელება გაურკვეველი ვადით გადადო.
View this post on Instagram