ბილ გეიტსმა დაასახელა ხასიათის თვისება, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი თვლის, რომ მისი ხასიათის ერთ-ერთი თვისება განასხვავებს მას სხვა ადამიანებისგან. მისი თქმით, სწორედ ის დაეხმარა მას ასეთი დიდი წარმატების მიღწევაში. ამის შესახებ მილიარდერმა CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვხარჯავ დიდ ენერგიას, რათა ვისწავლო რაღაცები,” - თქვა მან.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან გეიტსი საათობით კითხულობდა სიღრმისეულ სტატიებს სხვადასხვა თემაზე. თავის მემუარებში Source Code, მან გააზიარა, რომ 9 წლის ასაკში წაიკითხა თავისი ოჯახის მთელი მსოფლიო წიგნის ენციკლოპედია.

მილიარდერმა ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნის წყურვილი და ასევე მიუკერძოებელი ცნობისმოყვარეობა მისი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. ასევე, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას იგი მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილების გარდა, სხვა დამატებით გაკვეთილებსაც ესწრებოდა, რათა უფრო მეტი ცოდნა მიეღო. 

ერთ-ერთი სასარგებლო კურსი, გეიტსის აზრით, ფსიქოლოგიაა. მან განმარტა, რომ ეს მეცნიერება აუცილებელია სოციალური უნარების განვითარებისთვის.

„მე გამოვიყენე თითქმის ყველაფერი, რაც ვისწავლე და მიხარია, რომ ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა სხვადასხვა კურსების გავლისთვის. ამიტომ მე ყოველთვის მოვუწოდებ ადამიანებს ისწავლონ ფართო სპექტრი", - თქვა გეიტსმა.