Beyoncé Bowl – ბიონსეს შთამბეჭდავი პერფორმანსი მშობლიურ ქალაქში შვილთან ერთად

  bionse

 მერვე სტუდიური ალბომის – Cowboy Carter რელიზის შემდეგ, ბიონსე მსმენელის წინაშე წარდგა. დისკი, რომელიც არტისტის ტრილოგიის მეორე ნაწილია, 29 მარტს გამოვიდა.

ქანთრით ინსპირირებული კრებულის მხარდასაჭერად, შემსრულებელმა პირველი პერფორმანსი შობას, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის თამაშზე, ტაიმებს შორის შესვენებისას მშობლიურ ქალაქში, ჰიუსტონში გამართა.

სანახაობა მუსიკოსისთვის დამახასიათებლად, ეფექტური და შთამბეჭდავი გამოვიდა. სტადიონზე ის თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოჩნდა და მომავალი წლის ,,გრემიზე” ნომინირებული ფირფიტის გამორჩეული კომპოზიციები შეასრულა. აუდიტორიის წინაშე ის Post Malone-ისა და Shaboozey-ის თანხლებითაც წარდგა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შოუს ის ნაწილი, რომლის დროსაც მას სიმღერის – Texas Hold ‘Em შესრულებისას არენაზე ქალიშვილი, ბლუ აივი შეუერთდა და დედასთან ერთად იცეკვა.

საგულისხმოია, რომ წარმოდგენას Beyoncé Bowl უწოდეს.

 შეგახსენებთ, რომ ბიონსეს თემატურ ღონისძიებებზე გამოსვლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მან 2013 წელს მუსიკალურად ,,სუპერბოულის” შესვენება გააფორმა, 2016 წელს კი ამავე შოუზე Coldplay-ის შეუერთდა.