ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა
1703675771
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა.
მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.
დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.