ევროკავშირის საბჭოს დღეიდან 6 თვის განმავლობაში პოლონეთი უხელმძღვანელებს

პოლონეთი

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის", - წერია ინფორმაციაში.