2025 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

puli

2025 წლიდან პენსია იზრდება.

იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით.

ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია - 540 ლარი.