1742576562
ბელგიის პრემიერი - ევროპის მხრიდან თითქმის 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია „ომის აქტი“ იქნება

ევროპის მხრიდან თითქმის 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია „ომის აქტი“ იქნება, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეკრების შემდეგ საუბრისას ვევერმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „სისტემურ რისკებს გამოიწვევს მთელი ფინანსური სამყაროს სისტემისთვის“ და ასევე მოსკოვის მხრიდან შურისძიებას განაპირობებს.
„ჩვენ არ ვცხოვრობთ ფანტაზიის სამყაროში. ჩვენ რეალურ სამყაროში ვართ, სადაც ვინმესგან 200 მილიარდ ევროს თუ აიღებთ, შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ბარტ დე ვევერმა.
ევროპული ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ემხრობიან რუსეთის აქტივების ჩამორთმევის იდეას. ბელგიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ მიმართულებით, რადგან Euroclear-ი, ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფლობს ევროპაში მობილიზებული აქტივების დიდ ნაწილს, დაფუძნებულია ბრიუსელში. ქვეყანა შიშობს, რომ ფულის უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, Euroclear-ი ამ აქტივების მფლობელების მხრიდან ბევრი იურიდიული პრეტენზიების წინაშე აღმოჩნდება.