შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
ქალს, რომელმაც ვალების გამო შვილი მოკლა და გვამს ჩემოდანში მალავდა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გასულ წელს მოხდა, თუმცა ქალს პატიმრობა ახლა მიუსაჯეს.
გამოძიებით დადგინდა, მან ირინა შატოვამ 9 წლის ვაჟი თოკით დაახრჩო, შემდეგ კი ჩემოდანში მოათავსა. ქალმა სასამართლოზე თქვა, რომ დანაშაულს ინანიებს. როგორც ქალის ადვოკატები ამბობენ, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
როგორც ცნობილია, ირინამ ჩემოდანი ნაგვის ურნასთან დატოვა. ცხედარი უსახლკარო მამაკაცმა იპოვა.
ქუჩის კამერების დახმარებით, მოკლული ბავშვის დედის კვალს მალევე მიაკვლიეს. როდესაც პოლიციელები ირინა შატოვას სახლში მივიდნენ, ის ადგილზე არ დახვდათ. რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი სასტუმროს სახურავზე აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, იგი თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.
თავდაპირველად, ქალმა თქვა, რომ მისი ვაჟი მევალეებმა მოკლეს, რადგანაც მათთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებდა. ამ ინფორმაციამ საზოგადოება შეძრა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ შატოვა იტყუებოდა.
როგორც ცნობილია, ირინა ვაჭრობდა, თუმცა ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა. მისი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქალს დახმარებოდნენ. რამდენიმე ბინაც კი გაყიდეს და ფული ირინას გადაურიცხეს. მაგრამ, ქალმა კვლავ წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელა.
როდესაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, ქალმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მაგრამ, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ირინას შვილი განსაკუთრებით უყვარდა და მისი მარტო დატოვება არ სურდა. ამიტომ, ჯერ ბავშვი მოკლა, შემდეგ კი თავად სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ პოლიციამ მისი აყვანა შეძლო.
სასამართლო პროცესი ერთი თვე გრძელდებოდა. საბოლოოდ, ქალს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დაკავებულია ირინას ყოფილი მეუღლე, სერგეი. როგორც ცნობილია, ის ცდილობდა, ცოლს ვალების გადახდაში დახმარებოდა. ამ მიზნით, კაცი ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა, დააპატიმრეს და სასჯელს მექსიკის ციხეში იხდის.