ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი ევა კაილია.
უახლოეს დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, PASOK-მა უკვე გამოაქვეყნა განცხადება კაილის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით და მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა.
გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, კაილი ევროკავშირის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაც გაათავისუფლეს.
კაილიმ, რომელსაც კატართან მიმართებით რბილ პოზიციაში ადანაშაულებენ, ცოტა ხნის წინ, ქვეყნის შრომის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "კატარი მუშათა უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა". მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მოედნის მშენებლობისას მუშათა უფლებების დარღვევის არაერთმა შემთხვევამ მთლიანი მსოფლიო შეაშფოთა.
Politico წერს, რომ კატარის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასება მაშინ, როდესაც ქვეყანას ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებენ.