„ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა რეალობაში ვარ...“ - რას წერს ავარიაში დაშავებული დების დედა

თათული ნიაკო

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა შემდეგი სახის სტატუსს წერს. 

„ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა რეალობაში ვარ... შეცვლილია ყველაფერი: ჩემი ყოველდღიური საფიქრალი, დღის განრიგი, განცდები და მიზნები...

ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმედი, საკუთარ თავთან მარტო, ფიქრებში დარჩენილიც კი არ მივცემივარ სასოწარკვეთას და როცა ვფიქრობ, ეს როგორ შევძელი, მაშინვე სიკეთის, თანადგომის, მხარდაჭერისა და უბრალოდ ადამიანობის ძალა მახსენდება... ამ ყველაფრის ერთობლიობა კი დედების ფონდია, რომელიც არაერთ ადამიანს დაეხმარა სრულიად უანგაროდ და მეც, მათ შორის... სიტყვა "მადლობა" ალბათ ვერასდროს გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც თქვენი მიმართ ვგრძნობ!
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრებივით, გულთან ახლოს მიიტანდნენ ჩემს გასაჭირს და ყველაზე რთულ პერიოდს შემიმსუბუქებდნენ...
მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის“,-წერს სოფიო. 

გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, გოგოების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, როგორც დედა წერდა ნიაკომ გაიღვიძა და თათულიც მოფხიზლდა.

„მზის გოგონები. ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა

ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო,“ – აღნიშნავს სოფიო ხარშილაძე.