ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმები იყო მასშტაბური, ზუსტი და სამხედრო სამიზნეებისკენ მიმართული

ისრაელი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმები იყო მასშტაბური და ზუსტი. როგორც „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ განცხადება, თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გააკეთა.

წარმომადგენლის თქმით, აშშ არ მონაწილეობდა ირანის მასშტაბით განხორციელებულ დარტყმებში, თუმცა ითანამშრომლა ისრაელის მთავრობასთან და მოუწოდა ისრაელს განახორციელოს დაბალი რისკის თავდასხმა, სამოქალაქო მსხვერპლის გარეშე,

„როგორც ჩანს, ეს მიზანი მიღწეულია“, – განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

თეთრ სახლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისრაელის ამ ოპერაციამ უნდა დაასრულოს ისრაელსა და ირანს შორის დარტყმები.

„ეფექტი წარმოადგენდა პროპორციულ თავდაცვით პასუხს. ეფექტი მიმართულია მომავალი თავდასხმების შეკავებისა და ირანის მხრიდან შემდგომი თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების შესუსტებისკენ“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.