აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

შეტაკება

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, "დივერსია სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთებზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით განახორციელეს". სომხეთისა და და აზერბაიჯანის სამხედროებს შორის შეტაკებები დივერსიისა და პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ დაიწყო - წერს აზერბაიჯანული მხარე.

თავის მხრივ საპირისპიროს აცხადებს სომხური მხარე და თავდასხმაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს. ოფიციალური ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანი შეტევას სომხეთის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე - ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით ახორციელებს.

როგორც სომხური მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, არტილერიის შეტევის ხმები 23:30 საათიდან გაისმა. სომხური ოპოზიციის დეპუტატი ფრაქცია "არმენიიდან" ანნა გრიგორიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევას ასევე ახორციელებენ კაპანას მიმართულებით.