“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის პირველ საერთაშორისო ვიზიტს საუდის არაბეთში განახორციელებს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილება საუდის არაბეთში ჩასვლის თაობაზე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მჭიდრო გახდა მისი ადმინისტრაციის ურთიერთობები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, როცა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ინვესტიციებზეა საუბარი.
ტრამპის ვიზიტი იმ დროს ხორციელდება, როცა აშშ-ის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში ზავის აღდგენას ცდილობს.
როგორც Axios-ი აღნიშნავს, ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პირველი საერთაშორისო ვიზიტი აგრეთვე საუდის არაბეთში განახორციელა.
თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი საუდის არაბეთს 28 აპრილს ეწვევა, თუმცა მოგვიანებით თარიღი გაუქმდა და აშშ-ის პრეზიდენტი ერ-რიადს, სავარაუდოდ, მაისში ეწვევა. როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა Axios-ს განუცხადეს, ახლა ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.