დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
ავსტრალიაში “კავშირის გაწყვეტის” წესი ამოქმედდა, რომლითაც დასაქმებულს უფლება ენიჭება, შვებულების დროს და/ან არასამუშაო საათებში საქმიან ზარებსა და მეილებს არ უპასუხოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ავსტრალიის მოქალაქეები ყოველწლიურად, საშუალოდ, 280 საათი მუშაობენ ზეგანაკვეთურად, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობამ გადაწყვიტა, ახალი კანონი დაეინიცირებინა.
მსგავსი წესი მსოფლიოს 20-ზე მეტ სახელმწიფოში მოქმედებს - ძირითადად ევროპასა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. გასათვალისწინებელია, რომ კანონი დამსაქმებელს კავშირის უფლებას არ უზღუდავს, თუმცა უპასუხებს თუ არა დასაქმებული ზარს, მის ნებაზე გახდება დამოკიდებული.
წესის დაუმორჩილებლობა, ანუ ზარის/მეილის უარყოფის მიუხედავად კონტაქტის ზედმეტი მცდელობა 13 000 დოლარის ღირებულების ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელები ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ არასამუშაო საათების მართვა მთლიანად დასაქმებულზეა დამოკიდებული და მასში სამსახური არ უნდა ჩაერიოს.