ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი მიმართულებებით „აზერბაიჯანის ავიახაზები“ რეისებს ჩვეული განრიგით განაგრძობს.

შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.