აუცილებლად დავუწესებ ტარიფებს ევროკავშირს. არ ვღელავ ბაზრის რეაქციებზე... - დონალ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

„დავუწესებ თუ არა ტარიფებს ევროკავშირს? გინდათ გულწრფელი პასუხი, თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა“, – განაცხადა ტრამპმა.

„აუცილებლად დავუწესებ ტარიფებს ევროკავშირს. არ ვღელავ ბაზრის რეაქციებზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ეს გადაწყვეტილება.