დარჩა თუ არა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი
1732089420
რუსმა ბლოგერმა ახალშობილი შვილი შიმშილით მოკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ბლოგერი მამა მოითხოვდა, რომ ბავშვს საკვები არ ეჭამა. ამის ნაცვლად კი ბავშვს მხოლოდ მზის შუქით უნდა ეცხოვრა და მისგან მიეღო ენერგია. შედეგად, ლიუტის ვაჟი პნევმონიით გარდაიცვალა.
„უმი საკვების ფანატიკოსი", 44 წლის მაქსიმ ლიუტი, აპრილიდან უკვე იხდის სასჯელს.
მამას სურდა ახალშობილი „პრანას ჭამით“ გაეზარდა - ეს არის დიეტა, რომლის დროსაც ადამიანები დიდხანს რჩებიან საკვებისა და წყლის გარეშე და „მზით იკვებებიან“.
ლიუტი თავდაპირველად დამნაშავედ ცნეს „სხეულის განზრახ მძიმე ზიანის მიყენებაში“. სოჭის სასამართლომ მას რვა წელი მიუსაჯა და ჯარიმაც დააკისრა. თუმცა, ახლა სასამართლომ დაადგინა, რომ მან რვა წლის ნაცვლად ათი წელი უნდა მოიხადოს ბავშვის სიკვდილისთვის. ბავშვი ერთი თვისაც კი არ იყო.
„მას სურდა ბავშვზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, მზით „ეკვება“, შემდეგ კი სხვებისთვის რეკლამის სახით ეჩვენებინა, რომ ბავშვის ასე გაზრდა შესაძლებელია“, - თქვა ერთმა წყარომ.
ბლოგერმა ბავშვი დედასაც რამდენჯერმე წაართვა, რათა ძუძუთი აღარ ეკვება.
„პატარა სხეულმა ვერ გაუძლო ამდენ სტრესს და განვითარდა დაღლილობა და სუნთქვის პრობლემები“,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ბლოგერმა აპრილში სასამართლოზე საბოლოო გამოსვლისას დანაშაული აღიარა და თქვა, რომ სიკვდილი მისმა „დაუდევრობამ" გამოიწვია. „მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს,” - თქვა მან.
საკუთარი მკაცრი წესების საპირისპიროდ, აღმოჩნდა, რომ ლუტი ხორცს და მაკარონს ჭამდა, რადგან სასამართლო პროცესამდე ის რუსეთის ციხეში იმყოფებოდა.