კომუნიკაცია მოუწევს ერთადერთ რამეზე ევროკავშირს, ეს არის ტექნიკურ კომისიასთან საუბარი გაყალბებული არჩევნების ირგვლივ - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

"ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა "ქართული ოცნების" მთავრობასთან, მოედანზე მხოლოდ ისინი არიან, ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს", - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის ინფორმაცია, რომელმაც ბრიუსელის კულუარული საუბრები გაასაჯაროვა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

სტატიაში საუბარი იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე.

"არ არსებობს ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებების უტყუარი მტკიცებულება. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს მთლად დაუჯერებელი არ არის", - წერს რიკარდ იო-ზვიაკი.

განსხვავებულ თემებზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია - "გახარიას" პარტიაში მიაჩნიათ, რომ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კარი ევროპისკენ, "ოცნების" დამსახურებით დაკეტილია.

"ამ სტატიაში ჟურნალისტი იმეორებს იმას, რომ საქართველოს კარი ევროპისკენ დაკეტილია "ოცნების" დამსახურებით. კომუნიკაცია მოუწევს ერთადერთ რამეზე ევროკავშირს, ეს არის ტექნიკურ კომისიასთან საუბარი სისტემურად გაყალბებული არჩევნების ირგვლივ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.