„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ამერიკელი ამომრჩევლების უმეტესობა, რომლებიც „რესპუბლიკურ“ პარტიას უჭერენ მხარს, უკრაინისთვის დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველა კატეგორიის ამომრჩევლის 49%, რომელმაც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, უკრაინისთვის დახმარების გაწევის გაგრძელების მომხრეა, ხოლო 44% - წინააღმდეგი.
კვლევის თანახმად, „დემოკრატების“ 83% უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებას ემხრობა, ხოლო „რესპუბლიკელების“ 79% - ეწინააღმდეგება.
როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში, გამოკითხვის შედეგები პარტიების ლიდერების პოზიციებს ემთხვევა. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ, თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და „დემოკრატების“ მმართველობა უკრაინის დახმარებას მტკიცედ უჭერდა მხარს, ხშირად ამბობდნენ, რომ აშშ ამას იმდენხანს გააკეთებს, რამდენიც საჭირო იქნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვაშინგტონს კიევის ბედი ნაკლებად აინტერესებს.
გამოკითხვა 27 მარტიდან 1 აპრილამდე ჩატარდა. მასში 1500 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილება 2,5% წარმოადგენს.