ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პსჟ-ს“ მეტოქე „არსენალი“ იქნება

კვარა პსჟ

„პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ იქნება.

ინგლისურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა მადრიდის „რეალი“.

განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მე-13 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ბუკაიო საკამ – ტიბო კურტუამ შეძლო მოგერიება.

საკამ მაინც გახსნა ანგარიში – 65-ე წუთზე მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა მიკელ მერინოს პასის შემდეგ.

ორ წუთში „რეალმა“ გაათანაბრა, მას შემდეგ რაც საკუთარ საჯარიმოსთან შეცდნენ დავიდ რაია და ვილიამ სალიბა, რითაც ვინისიუსმა ისარგებლა.

„არსენალმა“ 93-ე წუთზე დაუსვა წერტილი – გაბრიელ მარტინელიმ გააფორმა 2:1 გამარჯვება განმეორებით მატჩში და 5:1 ორი მატჩის ჯამში.

ნახევარფინალში „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება. პირველი მატჩი 30 აპრილს ლონდონში გაიმართება, განმეორებითი – 6 მაისს მადრიდში.

1tvsport