მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
არჩევნები როგორც კი დასრულდება, დასავლეთში დარწმუნდებიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, შეჩერებული პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება, გვექნება დიდი წინსვლა, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ძალები ქვეყნის გარედან ცდილობენ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოაბრუნონ, ეს განუხორციელებელი მისიაა, საქართველოში ეს ვერ მოხდება.
„სულ სხვა რამ არის იმის მიზეზი, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. მიზეზი გამჭვირვალობის კანონის მიღება არ არის, ეს კანონი უკვე მოქმედებს და ხედავთ, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თავის საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან პრობლემა არ შეჰქმნია. ისინი საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება, რომ ეს არის კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. მიზეზი ყველაფრის ისაა, რომ ქვეყნის გარედან გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოაბრუნონ. ეს განუხორციელებელი მისიაა და საქართველოში ეს ვერ მოხდება. არჩევნები როგორც კი დასრულდება და დარწმუნდებიან, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, შეჩერებული პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება, გვექნება დიდი წინსვლა, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.