აშშ-ში მამაკაცმა "ტესლას" მაღაზიას და რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდა - პოლიციამ ის დააკავა

teska

 აშშ-ის სასამართლოს ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ნიუ მექსიკოში მამაკაცი დააკავეს და ფედერალური ბრალი წაუყენეს "ტესლას" სადილერო მაღაზიაზე და რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმის და იქ ცეცხლის გაჩენის გამო. საქმე ეხება ორ ცალკეულ თავდასხმას. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ფედერალური საჩივრის თანახმად, ჯემისონ ვაგნერმა, სავარაუდოდ, ცეცხლი წაუკიდა ტესლას შოურუმს ბერნალილოში 9 თებერვალს და ავტოსადგომზე რამდენიმე მანქანა გააფუჭა. სისხლის სამართლის საჩივრის ფოტოების მიხედვით, ვაგნერმა მაღაზიის შენობაზე სპრეით წარწერებიც გააკეთა.

ვაგნერმა 30 მარტს, სავარაუდოდ, ცეცხლი წაუკიდა რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინას ალბუკერკეში. როდესაც მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ შენობის სამხრეთ კედელზე ნახეს წარწერები, რომლებიც "ტესლას" სალონზე გაკეთებული წარწერების იდენტური იყო.

მედიის ცნობით, ვაგნერი ბრალს არ აღიარებს.