აშშ-ში ბენზინის ფასი ორ დღეში 9 ცენტით გაიზარდა

საწვავი

აშშ-ში, ბენზინის საშუალო ფასი ღამით კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და გალონზე 3.88 დოლარს ოდნავ გადააჭარბა. გუშინ, 5 ცენტით ზრდის შემდეგ, ბენზინის ფასი ახლა გალონზე 9 ცენტით მეტია, ვიდრე სულ რაღაც ორი დღის წინ იყო.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს შეიძლება ცოტა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ფასები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ირანმა სპარსეთის ყურეში შეტაკებები განაახლეს. თუმცა, ბენზინის ფასები ასე იცვლება: ისინი რაკეტასავით იწევს და ბუმბულივით ვარდება“, - წერს მედია.