აშშ-ში აპრილში ინფლაცია, საწვავზე ფასების მატების გამო, 3,8%-მდე გაიზარდა - Wall Street Journal

Wall Street Journal

აშშ-ში აპრილში სამომხმარებლო ფასებმა ზრდა განაგრძო, რადგან ვაშინგტონისა და თეირანის ომმა ენერგომატარებლები გააძვირა, რაც შინამეურნეობას ტვირთად დააწვა.

ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაცია 3,8%-ით გაიზარდა.

ერთ თვეში ფასები 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის ღირებულებამ 5,4%-ით მოიმატა. შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ბენზინზე ფასი, წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა.

დღესდღეობით აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასი 4,5 დოლარს აჭარბებს, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.

ამასთან ერთად, გამოცემის ინფორმაციით, მარტთან შედარებით აპრილში სამომხმარებლო ფასები 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით - 2,8%-ით.