1738491639
აშშ-სა და რუსეთის დისკუსია ომის შესახებ უკრაინის გარეშე ძალიან საშიშია... - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსა და აშშ-ს შორის სავარაუდო მოლაპარაკებებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაიმე სახის კომუნიკაცია აშშ-სა და ოკუპანტ სახელმწიფოს შორის, უკრაინის ჩართულობის გარეშე, სახიფათოა.
ზელენსკის მტკიცებით, მისი გუნდი ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტზეა, თუმცა დისკუსია ზოგადია.უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შეთანხმებების მიზნით მალე პირადი შეხვედრებიც გაიმართება.
ზელენსკიმ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია რუსეთთან სერიოზული კომუნიკაციას აწარმოებს.
"აშშ-სა და რუსეთის დისკუსია ომის შესახებ უკრაინის გარეშე ძალიან საშიშია. ყველას სურს, რომ მე და ტრამპს გვქონდეს საერთო ხედვა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად. მე მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვისაუბრებთ ტრამპთან, ჩვენ უნდა გადავიდეთ რაღაც ფორმით კომუნიკაციაზე რუსებთან. მინდა, დავინახო ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან აშშ, უკრაინა და რუსეთი, რადგან ის ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის; რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ევროპის ხმაც - ეს იქნებოდა სამართლიანი, ეფექტური, მაგრამ რამდენად გამოვა, არ ვიცი.
უკრაინელებს ყველაზე მეტად უნდათ ამ ომის დასრულება, ვინაიდან ომი და მისი მსხვერპლი ჩვენია. ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში ბომბებისა და თავდასხმების ქვეშ, ამიტომაც გვჭირდება მეტი კონტაქტები, უფრო ახლო თანამშრომლობა, ეფექტური გეგმა, შემდეგ კი უკვე შეგვეძლება გადავინაცვლოთ მტერთან - პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ეტაპზე", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.