როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 თებერვალს საქართველოში
1738512085
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოზარ სუბარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება.
სუბარი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპონენტებს ქვეყნის უზენაესს კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსზე მიუთითებს.
"ის, რომ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და პრაქტიკულად ამით დავალება მოგვცა, რომ გამოვიძიოთ ეს დანაშაული. არაერთ განაჩენში აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ სიტყვები - სისტემური და სისტემატური დანაშაული გამოიყენა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებაში - "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ." თუ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ე.ი. ეს საჭიროებს ასეთივე გამოძიებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისმა ხელისუფლებამ 2008 წელს ომთან დაკავშირებით, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიისთვის გაეხსნათ გზა, მოსახლეობაში ყოფილიყო მაქსიმალური მსხვერპლი და ამის მკაფიო მაგალითი არის ის, რომ მათ არ გააფრთხილეს მოსახლეობა არც ცხინვალის რეგიონში, არც კოდორის ხეობაში, რომ მათ ელოდებოდათ საფრთხე, პირიქით, ეუბნებოდნენ, რომ თქვენ დარჩით," - ამბობს სოზარ სუბარი.
ცნობისთვის, ხვალ, ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.