აშშ-მა და უკრაინამ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაასრულეს

აშშ-მა და უკრაინამ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაასრულეს

აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდ დაასრულეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კონკრეტულად, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები, უცნობია. სავარაუდოდ, არცერთი მხარე შეხვედრის შესახებ განცხადებას არ გაავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ ერ-რიადში ამერიკელებმა და რუსებმა 12-საათიანი მოლაპარაკება გამართეს, ხოლო მანამდე, 23 მარტს აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინელებს შეხვდნენ.