AP: საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ

ჯო

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ ევროპელი სამშვიდობოები უკრაინაში ფრონტის ხაზიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის გასწვრივ განლაგდნენ. ამის თაობაზე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Associated Press-ი იუწყება და აღნიშნავს, რომ ევროპელი სამხედრო მეთაურები რამდენიმე სცენარზე მუშაობენ, რომელთაც სახელმწიფოთა ლიდერებს წარუდგენენ.

გამოცემა ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ეს ძალები შეიძლება შეადგენდეს 10 000-დამ 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს.