1743366857
კანადის პრემიერი: აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი

ამერიკის შეერთებული შტატები კანადის მიერ სანდო პარტნიორად აღარ განიხილება, - განაცხადა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
„ნათელია, რომ აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი. შესაძლოა, ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გზით ჩვენ ნდობის ელემენტს აღვადგენთ, მაგრამ უკვე უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს“, - თქვა მან.
აქედან გამომდინარე, როგორც კარნი ამბობს, საჭიროა, რომ კანადამ აშშ-ზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს.
„ჩვენ საკუთარი სავაჭრო ურთიერთობების ორიენტაციის შეცვლა სხვა ქვეყნებზე მოგვიწევს, და ჩვენ ისეთი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგვიწევს, რომელიც ადრე მრავალ თაობებს არ ენახათ“, - დასძინა კარნიმ.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე 25-პროცენტიანი ტარიფების დაწევების შესახებ განაცხადა. ახალი რეგულაციები აპრილში ამოქმედდება.