1734086254
აშშ-ის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემა შეუფერხებელი უნდა იყოს და ამომრჩეველს მოუწოდებენ, შეთქმულების თეორიებს არ აჰყვნენ
აშშ-ის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემა შეუფერხებელი უნდა იყოს და ამომრჩეველს მოუწოდებენ, შეთქმულების თეორიებს არ აჰყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საარჩევნო კომისიის წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მერყევ შტატებში, პირობა დადეს, რომ დაიცავენ კენჭისყრის პროცესის კეთილსინდისიერებას.
„აქ, ჯორჯიაში, ხმის მიცემა მარტივია და თაღლითობა – რთული. ჩვენი სისტემები დაცულია და ჩვენი ხალხი მზად არის“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა.
„სიენენის“ ცნობით, ტრამპმა არაერთხელ გააჟღერა ბრალდება, რომ დემოკრატები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელ კენჭისყრას გაყალბებისთვის იყენებენ და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დიდი ნაწილი არალეგიტიმურია.
მედიის ინფორმაციით, ტრამპისგან განსხვავებით, არჩევნების მიმართ ნდობა აქვთ კამალა ჰარისის მხარდაჭერებს. ჰარისის მხარდამჭერების 90% თვლის, რომ არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდება, მაშინ როცა ტრამპის მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენს. საბოლოოდ, ამომრჩეველთა უმრავლესობა დადებითად აფასებს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილებას.
Pew Research Center-ის უახლესი კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები კარგად ჩატარდება.