„აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“ - ირაკლი ლომაია
1778786652
აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პეკინში, ამერიკისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
რუბიომ აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ საკითხს „ყოველთვის“ აყენებს, ხოლო „ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“.
„ჩვენი პერსპექტივიდან, სტატუს-კვოს ნებისმიერი ძალისმიერი ცვლილება ამ სიტუაციაში ორივე ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, - განაცხადა რუბიომ NBC News-ისთვის პეკინში მიცემულ ინტერვიუში.
„ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩინური მხარე უსვამს ხაზს და რასაც ჩვენც ვეთანხმებით, ჩვენს ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებაა“, - განაცხადა მან.
რუბიოს თქმით, კუნძულისთვის ამერიკული იარაღის სამომავლო მიყიდვის საკითხი წარსულში განხილულა, თუმცა „დღევანდელ დისკუსიაში მას მნიშვნელოვანი ადგილი არ ჰქონია“.