აშშ-ის კონგრესში გაეროდან გასვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს

კონგრესი

აშშ-ის კონგრესში ქვეყნის გაეროდან და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორი „რესპუბლიკელი“ სენატორი იუტას შტატიდან მაიკ ლი არის. „გაერო ტირანების და ამერიკასა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის ადგილად იქცა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მისი დაფინანსება. ახლა, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ საგარეო პოლიტიკაში რევოლუციას აწყობს, აყენებს რა ამერიკას პირველ ადგილზე, ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს ფიქციური ორგანიზაცია და პრიორიტეტი ნამდვილ ალიანსებს მივანიჭოთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და აყვავებაზე მუშაობენ“, - ციტირებს ტელეარხი სენატორს.

ამასობაში, იდენტური კანონპროექტის ინიციირებას, ოღონდ წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენი ჩიპ როი აპირებს. „ფულისა და ყურადღების მიუხედავად, ეს კორუმპირებული გლობალური ორგანიზაცია ათწლეულების მანძილზე ვერ ახერხებდა ომების, გენოციდების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პანდემიის აღკვეთას“, - თქვა კონგრესმენმა.