1726689256
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გრიფით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო - BBC
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომლებიც გასული წლის ნოემბრამდე თეთრი სახლის სიახლოვეს, Penn Biden Center-ში ინახებოდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენის ადვოკატების ჯგუფმა დოკუმენტები ეროვნულ არქივს სწორედ გასული წლის ნოემბერში გადასცა.
საუბარია, ანალიტიკურ ცენტრის სეიფში დაცულ ათ ფაილზე. CBS News-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ მასალები არ შეიცავს ბირთვულ საიდუმლოებს.
ანალიტიკურ ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს და აღნიშნულ ცენტრში ჯო ბაიდენს ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მარალაგოს რეზიდენციაში აღმოჩენილი გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამო, გამოძიება მიმდინარეობს.