მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
„არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა“, – ამის შესახებ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა.
ფილატოვის თქმით, ალექსეი არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს.
„ამაზე რეაგირებაა საჭირო. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისადმი. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ მას კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, – თქვა დნეპროპეტროვსკის მერმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსული „ბე 22“-ის ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.