,,არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშას გაჭრა და ხორცის ჩატენა“ - ლუკაშენკომ ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ,,მაკდონალდსმა" ბელარუსი დატოვა

ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ,,მაკდონალდსის" ბაზრიდან გასვლას მხარი დაუჭირა და ღმერთს მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ქვეყნიდან მაკდონალდსის გასვლა "გათავისუფლებაა", რადგან ახლა მსგავს პროდუქციას თავად ბელარუსი აწარმოებს. 

"ზოგიერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, შესაძლოა შუახნის ადამიანებმაც და, მოხუცებმაც კი, დაიწყო წუხილი, რომ მაკდონალდსი ტოვებს ქვეყანას და მე ჩემთვის ვფიქრობ, კარგია, გავთავისუფლდით, მადლობა ღმერთს. მაკდონალდსის ადგილი უნდა დაიკავონ ბელარუსელებმა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სპეციალისტებმა, ჩვენმა საქონელმა. თუ ვინმეს სჭირდება ის, რასაც ეს მაკდონალდსი აკეთებს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშას შუაზე გაჭრა და მასში ხორცის, სალათის ფოთლისა და კარტოფილის ჩატენა". - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.