AP: ისრაელის მიერ ღაზაში სკოლის დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა

სრაელმა ბოლო 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლა დაბომბა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სკოლას სექტორში იძულებით გადაადგილებული პირები თავშესაფრად იყენებდნენ. საჰაერო იერიშის დროს სკოლაში უპირატესად ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორის შვიდი ბავშვი და სამი ქალია.

Associated Press-ის მტკიცებით, დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. სააგენტო აღნიშნავ, რომ ეს ისრაელის მიერ თავშესაფრის დაბომბვის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ თვეებშიც ხდებოდა ანალოგიური დაბომბვები.

ებრაული მხარის განცხადებით, მათ სამიზნეს მოძრაობა „ჰამასის“ სამხედროები წარმოადგენენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.