პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირი პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან.
„ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, სრულწლოვნები არიან და ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი... ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ... ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთად, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ვის უნდა მისცეს ხმა.
მე პირადად, ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული - 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს - მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება... ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიეცა...
წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა - მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება - ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას... მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება... ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან... მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს... უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია - არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.
დააკვირდით ადამიანებს, პარტიებს... პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს... ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს... ისინი თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ წარმოადგენს.... მივმართავ მათ, ვინც ეკლესიის წევრად მიიჩვევს თავს... კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან - როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც ეკლესიის წევრები ხართ. ჩვენ რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ... შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - აცხადებს დეკანოზი.