Amazon-ი 18 000 თანამშრომელს დაითხოვს - WSJ

ამზონი

Wall Street Journal-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია Amazon ეკონომიკური პრობლემების გამო 18 000 თანამშრომელს დაითხოვს.

აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შემცირებები 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყეს, როცა Tesla-მ თანამშრომლები ილონ მასკის „ცუდი წინათგრძნობის" გამო დაითხოვა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდი მაინცდამაინც მცდარი არ აღმოჩნდა - ეკონომიკური სირთულეების გამო მასკის კომპანიას არაერთმა მიჰბაძა. პირველ ადგილზე აქამდე Meta იყო, რომელმაც სამსახურიდან 11000 დასაქმებული გაუშვა.

ამავე პერიოდში Amazon-მაც დაადასტურა, რომ 2023 წლის დასაწყისში 10000 თანამშრომელს დაითხოვდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელი დადგა და გასაშვებთა სია კიდევ 8000-ით გაიზარდა.