ალვესი შესაძლოა დააკაონ - რას ედავებიან ბრაზილიელ ფეხბურთელს

ალვესი

დანი ალვესს სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრებენ. ინფორმაციას antena3-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით,  ფეხბურთელს ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში ახალგაზრდა ქალის სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი.

20 იანვარს, დილით, ალვესი კატალონიის დედაქალაქ Les Corts-ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ მას სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც გამომძიებელს ჩვენებას მისცემს.

არსებული ინფორმაციით, სკანდალში გახვეულ ფეხბურთელს მხარს მეუღლე უჭერს და როგორც ამბობს, სხვა გოგოები ალვეშს მუდმივად ეფლირტავებიან. მისი აზრით, დანი მსგავსს არასდროს ჩაიდენდა.

ალვესი, რომელიც ბარსელონაში შვებულებაში იმყოფებოდა, იქ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ იმყოფება.

წყარო ამბობს, რომ დანი ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალს მიუახლოვდა და მისი თანხმობის გარეშე, საცვლების ქვეშ ხელი შეავლო. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ფეხბურთელისგან თავის დაღწევა მოახერხა, მეგობრებს აცნობა და ღამის კლუბის დაცვასაც გააგებინა, რომლებიც კატალონიის პოლიციას დაუკავშირდნენ.

ბრალდებების შემდეგ, დანიმ დაადასტურა, რომ ის 30 დეკემბერს კლუბში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ბრალდება უარყო.

„არასდროს შევჭრილვარ ხალხის პირად სივრცეში. ეს არის ჩემი და ჩემი ახლობლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა“.- ამბობს ბრაზილიელი.