პიკეს პასუხი შაკირას სიმღერას, რომელმაც რეკორდი მოხსნა

პიკე

მას შემდეგ, რაც შაკირას სიმღერამ, რომელიც ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან განშორებაზე Youtube-ზე რეკორდი მოხსნა, პიკემ გადაწყვიტა, ყოფილი ცოლი პასუხის გარეშე არ დაეტოვებინა.

სიმღერაში შაკირა ამბობს, რომ პიკემ „ფერარი ტვინგოში, ხოლო როლექსი კასიოში გაცვალა“, მისამღერში კი ასეთ ტექსტს მოისმენთ: „ჩემნაირი მგელი შენნაირი კაცებისთვის არაა“. შაკირას სიტყვები პიკეს უპასუხოდ არ დაუტოვებია, რაზეც პიკემ ასე უპასუხა:

გასულ კვირას, ესპანელი თავისი საფეხბურთო პროექტის, King's League-ის  შტაბ-ბინაში ტვინგოთი მივიდა, რაც კამერებმა დააფიქსირეს. 

გაირკვა, რომ შაკირას სიმღერის შემდეგ, „კასიოს“ წარმომადგენლებსა და პიკეს შორის თანამშრომლობა შედგა.

„კასიომ“ მაჯის საათები გამოგვიგზავნა და მათთან ჩვენ, King’s League-მა სპონსორობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. სერიოზულად ვამბობ, ყველაფერი გადაწყვეტილია“ - განაცხადა პიკემ. 

„კასიოზე“ საუბრის დროს, პიკეს გვერდით სერზიო აგუერიო იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შაკირას სიმღერის გამო მოხდა.